როგორ გავარჩიოთ ნატურალური პომიდორი გენმოდიფიცირებულისგან?

ბოლო დროს სულ უფრო ძნელი გასარჩევია, რომელია ნატურალური პროდუქტი და რომელი არა.

თავდაპირველად, გენმოდიფიცირებული პროდუქტები აფრიკის ქვეყნებში მოშიმშილე ადამიანების გამოსაკვებად შეიქმნა, მაგრამ ამ ქვეყნებმა ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებს შიმშილი არჩიეს და გმო შემცველი კულტურების იმპორტი აკრძალეს.

მრავალრიცხოვანი კორპორაციები დღემდე აგრძელებენ გმო პროდუქტების წარმოებას და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღებას.
სამწუხაროდ, პროდუქტებში გმო-ს შემცველობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიებში შეიძლება, თუმცა ჩვენი რჩევები ნატურალური ბოსტნეულის გენმოდიფიცირებულისგან გარჩევაში დაგეხმარებათ:

1. გმო პომიდორი გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურება. ყველა ნაყოფი თანაბარი ზომისაა, იდეალურად მრგვალი ან ოვალური ფორმა და პრიალა კანი აქვს.

2. ნატურალურობის მთავარი ნიშანი მავნებელი მწერისგან მიყენებული მცირეოდენი დაზიანებებია. გახსოვდეთ, მავნებელი გმო პროდუქტებს არ ეკარება.

3. პომიდორს თითი დააჭირეთ. თუ ნაყოფის კანი მხოლოდ ჩაიბურცა და არ გასკდა, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებულია.

4. ნატურალური პომიდვრის გაჭრისას წვენი გამოიყოფა. გმო პომიდვრის შემთხვევაში ასეთი რამ არ აღინიშნება.

დაბოლოს, ერთადერთი პროდუქტი, რომლის გენმოდიფიცირება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, წიწიბურაა, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.

წყარო: ptn.ge