“ენით აღუწერელი, იდეალური კრეტინები არიან” – ქეთი დევდარიანი

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სცენარისტი ქეთი დევდარიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ტრანსპორტი შეზღუდეს კორონასთან ბრძოლობის ფარგლებში?!
რა ენით აღუწერელი, იდეალური კრეტინები არიან,” – წერს დევდარიანი სოციალურ ქსელში. დამატებით კი, პოსტის კომენტარებში აღნიშნავს: – “ჯერერთი, ჯარიმების ჯერ დაწესება და მერე მოხსნა მხოლოდ პოპულისტი რეგვენის თავში თუ მომწიფდება. ახლა რომც დააწესოს ჯარიმები, ყველამ იცის, რომ არჩევნების გამო მალევე მოხსნიან.

მერე ქორწილები, ქეიფები, ქელეხები, დაბადების დღეები უნდა აკრძალულიყო მართლა და არა ისე, ნაცნობობით და ქოცობით ყველა ყველაფერს იხდიდა.
პირბადეების ქუჩაში დაწესება და მერე პიკის დროს შენობებშიც გაუქმება წმინდა ოროსნული გადაწყვეტილება იყო.

ბოროტი მელეხის (რომელსაც ხალხის ამოწყვეტა და აქედან გაგდება უნდა_ მოქეიფე, ჭკუასუსტი პრემიერის, კონცერტების ჩამტარებელი კულტურის მანიაკი მინისტრის და ანტივაქსერი ტიკარაძის ხელში კორონას ვერანაირი გაჩერებული ავტობუზი ვერ უშველის.

აცრის კამპანიაც და პროცესიც ისე ჩააგდეს, რომ ისტორიაში შევლენ.
ქაოსი, უვიცობა, გადაღლილი სამედიცინო სისტემა, რომლის ექთნებსაც ახლა სიუპრიზად კიდევ ტრანსპორტი გაუჩერეს და ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულეს.”

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე რამდენიმე შეზღუდვის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესებული შეზღუდვები გულისხომბს შემდეგს:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;

• ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

წყარო: mix.metronome.ge