თალიბანის გადაწყვეტილება: ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება

სოციალურ ქსელში დემეტრე ქართველიშვილი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და გზავნილს ავრცელებს:

თალიბანის გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი წესები:

? ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა, გაყიდვა ან გაყიდვის ხელშეწყობა, ამიერიდან სიკვდილით ისჯება;
? სისხლის აღება გაუქმებულია. ამიერიდან ყველა დავა ისლამური შარიათის სასამართლოში გადაწყდება, აღარ იარსებებს დავების გადაწყვეტის სხვა ლეგიტიმური გზა, გარდა შარიათის სასამართლოსა;
? ჩვენ ვიწვევთ ინჟინრებს, ექიმებს და სხვა პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან ავღანეთის აღსადგენად. ჩვენ მათ მაღალ ხელფასებს ვთავაზობთ;
? ამიერიდან მკითხაობა, სასიყვარულო შელოცვები, მრავალღმერთიანობა სასტიკად დაისჯება;
? ახალგაზრდა ბიჭების მიმართ ძალადობა ისჯება სიკვდილით. ავღანეთის ისლამური საამირო მკაცრად დასჯის გარყვნილების პროპაგანდისტებს;
? ქალებს შეუძლიათ სახლიდან თანხმლები პირების გარეშე გავიდნენ, მაგრამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ხდება;
? ავღანეთის ისლამური საამირო კრძალავს პროცენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, ყველა ვალები და პროცენტები გაუქმებულია.

© Al Jazeera English