საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.
– “შეაჩერე COVID-19, აიცერი! აშშ -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები საქართველოში მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ptn.ge