ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ატეხილ ჯრიამულს ეხმიანება:
“აი, ამ ცხოვრების დედა ვატირე, ხან ისეთ რაღაცას ნახავ, ყველაფერი შეგზიზღდება!!!
ეს ქალი იძახის, მედიცინაში ვერ ვერკვევი, არც სამხედრო საქმე მესმის, მაგრამ ინტუიტიურად ვგრძნობ, საქმე ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდესო.
,,ინტუიტიურადო”, ფილარმონია ჟჟჟჟუუურრრრნალისტი ისეთ სიტყვებს ხმარობს, ვერ გაიგებ, რა ენაზე მეტყველებს!
მეორე – ეს კაცი, ცინიკურად რომ იცინის საველე ჰოსპიტალზე, ვინმე ექიმი კამკამიძე ყოფილა.
იმის ნაცვლად, დოქტორმა კამკამიძემ მოსახლეობა დააიმედოს, გაამხნევოს, ყველის ვაჭარივით იკრიჭება და ამტკიცებს, ეს ჰოსპიტალი კი არა, საწყობიაო. მე არ ვიცი, მანდ ვენტილაცია არის თუ არა, მაგრამ შორიდან ვგრძნობ, არ არისო.
რატომ არ იქნება ვენტილაცია?
ჯერ არ იცის, მაგასაც თავისი ,,ინტუიტია” კარნახობს, რომ საქმე ძალიან ცუდადაა, ვიღუპებით, მორჩა, დამთავრდა!
არ ვიცი, ადამიანები სიკვდილის ხსენებაზე ასე მხიარულობდნენ, ფილმებშიც არ მინახავს. საიდან მოვიდნენ, ვინ არიან?!” – წერს ზედელაშვილი