Reuters – ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ქაბულში დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის განახლებამ, აეროპორტის შესასვლელთან ხალხის რაოდენობის მატება გამოიწვია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

წყარო: newposts.ge