აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.
– “აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორც ახლაა. ეს ეხება როგორც სამხედრო თვალსაზრისით მარცხს, ისე ფსიქოლოგიურ მარცხს. ახლა ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში. ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება, მომხდარიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
წყარო: itv.ge