რუსული „სპუტნიკის“ ეფექტიანობა 81%-ს შეადგენს – პეტერბურგელი მეცნიერები

რუსული ვაქცინის, „სპუტნიკის“ ეფექტიანობა 81%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინირებული პაციენტების მხოლოდ 3,4% ხვდება საავადმყოფოში. ბერეზინის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულად ვაქცინირებულ პაციენტებში კორონავირუსის მძიმე ფორმის ალბათობა ხუთჯერ იკლებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ რუსული ვაქცინის ეფექტიანობა „დელტა“ შტამის ინფიცირების შემთხვევებში გამოიკვლიეს.

კვლევებში 13 894 პაციენტი მონაწილეობდა. სრულად ვაქცინირებულთა 75%-ს ფილტვებზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

რუსეთში ჩატარებული ამ და სხვა კვლევების მიუხედავად, „სპუტნიკს“ არც ჯანმოს, არც ევროპის წამლების სააგენტოს ავტორიზაცია არ მიუღია.