საქართველოს მასშტაბით პედაგოგების 40%-მდე უკვე აცრილია

ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა ვაქცინირებული შეხვდება.

საქართველოს მასშტაბით პედაგოგების 40%-მდე უკვე აცრილია და განათლების სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაცია ინტენსიურად გრძელდება.

მცხეთაში განათლების სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცეც გამოიყო, რომელიც მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

“რუსთავი2”