მანამდე ტელეარხი შვიდჯერ იყო ნომინირებული საერთაშორისო პრემიაზე International Emmy, ორჯერ – ამერიკულ Daytime Emmy-ზე და ერთხელ – News and Documentary Emmy-ზე.
ტელეარხი RT 2020 წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ რეპორტაჟების სერიით პრემია International Emmy Awards-ის ფინალში გავიდა (კატეგორია „ახალი ამბები“) , ნათქვამია არხის პრესრელიზში.
„ტელეარხი RT 2020 წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ რეპორტაჟების სერიით პრესტიჟული საერთაშორისო პრემია International Emmy Awards-ის ფინალში კატეგორიაში „ახალი ამბები“ მოხვდა. ეს უკვე RT-ს მე-11 ნომინაციაა Emmy-ზე. RT-ს კორესპონდენტი იგორ ჟდანოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის – სტეფანაკერტის დაბომბვის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის ასევე ესაუბრა დევნილებს და იმ ჯარისკაცების დედებს, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს იბრძოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.