“ვიმედოვნებ, სექტემბრიდან PCR ტესტის გარეშე, დიდი სავაჭრო ცენტრებში ადამიანებს არ შეუშვებენ” – მერსი სულხანიშვილი.
ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ამბობს, რომ დიდი იმედი აქვს სექტემბრიდან დიდ სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებში, რესტრორნებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე PCR ტესტის ჩატარების გარეშე ადამიანებს აღარ დაუშვებენ.
– “მოკლედ, ვიმედოვნებ სექტემბრიდან PCR ტესტის გარეშე დიდი სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ ადამიანებს.
სილამაზის სალონი, ფიტნეს დარბაზე, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, კონფერენცია, ღონისძიება, არც ერთი პედაგოგი, ლექტორი ან აცრა ან პსრ ტესტი ნებისმიერ დაწესებულებაში ნებისმიერი ადამიანისთვის. გინდა იყო საზოგადოების ნაწილი გაიკეთე აცრა, არ გინდა გაიკეთე პსრ. არ გინდა არც ერთი, იყავი სახლში რაც გინდა ის გიქნია ვისაც არ მოგწონთ რასაც ვწერ კარგად იყავით” – წერს ტელეწამყვანი.
წყარო: digest.pia.ge