ავღანეთში გაეროს სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისი ვითარდება, ხოლო 14 მილიონი ადამიანი ძლიერ შიმშილს განიცდის.
ინფორმაციას ამის შესახებ AP-ი ავრცელებს.
ავღანეთში მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა, მერი ელენ მაქგროართიმ განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძლიერმა გვალვამ და პანდემიით გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიკურმა შედეგებმა მძიმე მდგომარეობა კატასტროფად აქცია.
წყარო: itv.ge