საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 586 ადამიანი და ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 — PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.97%.
ამავე მონაცემებით, გასულ 24 საათში 28 555 აცრა. 21 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 938 705 აცრა, ორი დოზით კი 276 917 ადამიანია აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 9.7%-ია.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 61 236 აქტიური შემთხვევაა.
4 901 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 1 930,
- აჭარა – 602,
- იმერეთი – 638,
- ქვემო ქართლი – 249,
- შიდა ქართლი – 272,
- გურია – 157,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298,
- კახეთი – 471,
- მცხეთა-მთიანეთი -114,
- სამცხე-ჯავახეთი – 44,
- რაჭა-ლეჩხუმი და 130 სვანეთი – 40.
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20.
3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აღნიშავს საქართველოს მთავრობა.