ვის სინდისზეა კორონავირუსით ახალგაზრდა სტიქაროსნის ინფიცირება?

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა შენიშვნამ სახელწოდებით “ქუჩის პიარული რეცხვა” საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია – როგორ გავბედეთ და, გავაკრიტიკეთ მერიის “თბილსერვის ჯგუფის” მიერ არაკომპეტენტურად ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები.

დაშინებულ-დაბეჩავებული ადამიანები საღი აზროვნების უნარს კარგავენ. ახლა სწორედ ეს შემთხვევაა – კორონავირუსის ისტერიით მოცული ადამიანები ვერ განსაზღვრავენ, რომ პირდაპირი კრიტიკა, როდესაც იგი ანგარებას არ ისახავს მიზნად, წამალივით სასარგებლო შეიძლება, აღმოჩნდეს. ჩვენი მიზანიც ეს არის, სარგებელი მოვუტანოთ საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს შეცდომებზე მივუთითოთ. ჩვენ არ ვიქცევით ამერიკის საელჩოსავით, რომელმაც, როდესაც დაინახა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” პიარმა მოსახლეობა აიყოლია (ქუჩის დასუფთავების შემსრულებლებს ტაში დაუკრეს), მაშინვე გამოაქვეყნა “მადლობა”:

„კოვიდ-19“-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სად თბილისის ქუჩების დასუფთავება და სად – ამერიკის საელჩო, რატომ იხდის მადლობას ამერიკელების კოლონიალური ადმინისტრაცია? პასუხი მარტივია – კოლონიზატორებს სურთ, ყველა პროცესი, რაც კი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია (ამ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ხალხის რეაქცია, თორემ არანაირი მადლობა საელჩოსი “თბილსერვის ჯგუფის” მიმართ არ იქნებოდა), საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ.

მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი 17 წლის ინფიცირებულ სტიქაროსანთან?

“ეკლესიის კლასტერის” გაჩენის მოლოდინში მცქმუტავი ლიბერალ-ფაშისტური პარტიები, მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გაწბილდნენ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ თბილისში ინფიცირებული  სტიქაროსანს კოვიდ-19 არა ეკლესიაში, არამედ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსში შეეყარა:

“ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, კოვიდ-19 ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო. როგორც დაინფიცირებული სტიქაროსნის ახლობლები და მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, მოზარდი და მისი ოჯახი, ლიფტიდან უნდა დაინფიცირებულიყვნენ, რადგანაც მათ მეზობლებს, რომლებიც მე-6 სართულზე ცხოვრობენ, კორონავირუსი დაუდგინდათ და ისინი სწორედ ლიფტის გამოყენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლები ამბობენ, რომ კორპუსის  დეზინფექცია მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში სტიქაროსანი და მისი ოჯახი უნდა დაინფიცირებულიყვნენ, თუმცა მათ სიმპტომები 2 კვირის შემდეგ გამოაჩნდათ” – იუწყება გაზეთი “რეზონანსი”.

ახლა მაინც თუ ხვდებით, მერიის თანამშრომლებო, ტროლებო, კალაძის ფანო ციცინო დეიდებო? სანამ შუა ქუჩაში უაზროდ ასხამდნენ ტონა სადეზინფექციო საშუალებებს, ადამიანი ლიფტში დაავადდა. 4 დღის მანძილზე ლიფტი არ გასუფთავებულა, რომელშიც ვირუსიანი პაციენტი იმყოფებოდა. ლიფტი – დახურული პატარა სივრცე, თითქმის იდეალური ადგილია ვირუსის შესასუნთქად, თუკი ჯანსაღი ადამიანი მასში მალევე შევა დაავადებული ადამიანის შემდეგ.

ჩვენი კრიტიკის საგანი სწორედ ეს არის: ყურადღება მიაქციეთ დახურულ სივრცეებს – კორპუსების სადარბაზოებს, სარდაფებს, ლიფტებს, ასევე შენობების მიმდებარე დაბინძურებულ ეზოებს, პარკებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს! ქუჩების სამანქანო ნაწილი ვირუსის გავრცელების ყველაზე ნაკლებად საშიში წყაროა იმასთან შედარებით, რაც ახლა ჩამოვთვალეთ!

შესაბამისად, 17 წლის სტიქაროსნის ინფიცირება თქვენი არასწორი მუშაობის შედეგია!