აჰყვება თუ არა საქართველო უკრაინას?! – უკრაინა აშშ-ს რისკის ჯგუფში შემავალი ავღანელების მიღებას სთავაზობს!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინამ აშშ-ს შესთავაზა რისკის ჯგუფში შემავალი ავღანელების მათთან ჩასახლება.

ბრიფინგზე ნედ პრაისმა მადლობა გადაუხადა ბაჰრეინს, დანიას, გერმანიას, იტალიას ყაზახეთს, კუვეიტს, ყატარს, ტაჯიკეთს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, დიდ ბრიტანეთს და უზბეკეთს მათი ტერიტორიების გავლით ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეების, პარტნიორი-ქვეყნების პერსონალის და რისკის ჯგუფში შემავალი ავღანელების ევაკუაციაში დახმარების აღმოჩენისთვის.

პრაისის თქმით, ალბანეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ჩილემ, კოსოვომ, ჩრდილოეთ მაკეედონიამ, მექსიკამ, პოლონეთმა, ყატარმა, რუანდამ, უგანდამ და უკრაინამ აშშ-ს რისკის ზონაში მყოფი ავღანელების მათთან ჩასახლება შეთავაზეს.

პრაისმა აღნიშნა, რომ 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან 13 00 კაცია ევაკუირებული, ივლისის ბოლოდან – 18 000, ხოლო განვლილი დღე-ღამის განმავლობაში – 5 700.

საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, გამორიცხა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღება, მაგრამ რამდენად სანდოა უკრაინას ყველაფერში აყოლილი ხელისუფლება, თავად განსაჯეთ: მაშინ, როდესაც საქართველოსთვის ძალზე სახიფათოა ყირიმის საკითხში უკრაინის ცალსახა მხარდაჭერა და ყირიმის საკითხის გაიგივება აფხაზეთის და ცხინვალის საკითხთან (ეს ორი სეპარატისტული რესპუბლიკა, განსხვავებით ყირიმისგან, რუსეთს არ ჰყავს თავის შემადგენლობაში შეყვანილი!), პრემიერი ღარიბაშვილი თავისი საგარეო და თავდაცვის მინისტრებით უკრაინაში გაემართა, პრეზიდენტ ზელენსკის ავანტურულ “ყირიმის პლატფორმაში” მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩანს, ოღონდ სააკაშვილი არ “მოუქსიოს” ზელენსკიმ, ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის, ზელენსკისგან თვითდამცირების ატანაზე.

ნებისმიერ ჭკუათმყოფელი ხვდება, რომ თუკი ჩვენი მთავრობა ზელენსკისთან ალიანსში შევა, რუსეთს შეუძლია, საბოლოოდ დახუროს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი, როგორც ყირიმის საკითხი დახურა – ჩატარდება რეფერენდუმები და რუსეთთან შეერთება გარდაუვალი გახდება, რუსეთთან შეერთებულს კი მთელი მსოფლიო რომც გაერთიანდეს, უკან ვეღარავინ “გამოაერთებს”!