“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაზე მეტად მაცოფებს ფრაზა “შენ იცი მე ვინ ვარ”? და ამ ფრაზის ავტორები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად არაფერს წარმოადგენენ , თორემ ცნობადობაც შესაბამისად მაღალი ექნებოდათ და ამ ფრაზის
წარმოთქმაც არ დასჭირდებოდათ !
ამ ფრაზას წარმთქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც ვინმე ცნობადთან ან ერთი ჭიქა აუწევიათ სადმე ან ხელისუფლებაში ჰყავთ ვინმე და “გრუზინულად ბლატაობენ” …..
დღეს, ვაგზალზე – ჩემს თვალწინ ვოლსკის შვილის ძმაკაცმა
არარაობამ დამუნათებით უთხრა აფხაზეთის ომის მონაწილეს, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა და უკმაყოფილებას გამოხატავდა ვეტერანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო : საუბარში
ეჭრება და ეუბნება : “მთავრობაზე რეებს ლაპარაკობ ბიჭო, ის მკვლელი მიშა იყო კარგი? რასაც იმსახურებენ იმასო პასუხობს ვეტერანი. ცოტა ტონს დაუწიე, ნუ მებლატავები და აგიტაციას ნუ ატარებო , ხელები გაუპარჭყა და იქვე დასძინა, მე იცი ვინ ვარო ?”
ვინ ხარ , რა გაგიკეთებია შე არაფერომეთქი , ვოლსკის ნათლული ვარ და 9 წელი ნაციონალებს ვებრძოდიო, ჰოდა შენ რომ ნაციონალებს ებრძოდი და ეს პატრიოტი კაცი პუტინის არმიას, ამიტომ დადის ეს ინვალიდის ეტლით და შენ პორშეთიმეთქი და გაიძურწა ძუნძგლი ქოცი!”