ბორის ჯონსონი: საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი „თალიბანთან“ ერთად იმუშავებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი „თალიბანთან“ ერთად იმუშავებს.

– “ავღანეთისთვის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიმართულებით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, „თალიბანთან“ მუშაობა, გაგრძელდება“ – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონის თქმით, სიტუაცია ქაბულის აეროპორტში ოდნავ გაუმჯობესდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ გასული შაბათიდან 1615 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყვეს, მათ შორის 402 ავღანელი იყო.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

წყარო: itv.ge