21 წლის დანიელი გოგონა ამტკიცებს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

დანიის მოქალაქე, 21 წლის გოგონა ამბობს, რომ ერთ-ერთ ბარში გაცნობილმა უცხო მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მომხდარის შესახებ ახალგაზრდა ქალმა მეგობარს შეატყობინა, რომელმაც 112-ში დარეკა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. მოხდა თუ არა დანაშაული – ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

 

“პრაიმტაიმი”