“ყველამ საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა აგოს პასუხი, ერთმანეთის დამუნათებას და მტრის იარლიყის მიწებებას თავი დავანებოთ”

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ვაქცინაციის თემაზე კამათს აზრი არა აქვს-ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს და ყველას საკუთარი თავი მართალი ჰგონია( ზომბირებულია და ლოგიკურ კავშირებს ვერ ამჩნევს, ფეხის ხმასაა აყოლილი , ან კიდევ, საკუთარი გადაწყვეტილების აგრესიიით გადაფარვას ცდილობს!).

არადა, ჭეშმარიტება ერთია და შეუვალი!
ამ ურთიერთბრალდებებში და გამძვინვარებულ აგრესიაში, იკარგება ისედაც დამცრობილი სიყვარული, რომელიც აძლიერებს ბოროტებას და გზას უხსნის ადამიანის მხეცად გადაქცევას- მე რადგან გავრისკე, შენც უნდა გარისკო, , მე თუ ვერ გადავრჩი, შენ რატომ უნდა გადარჩე?!
ასეთია დღევანდელი უმრავლესობის ფილოსოფია და ვერდიქტი!
როცა მავანი გეტყვის, აუცრელს ჩემს გვერდით არაფერი ესაქმება, რადგან, მან შეიძლება ჩემი ცხრა წლის შვილიშვილი დააინფიციროსო(ძალიან ბევრი ფიქრობს, ან, საჯაროდაც აცხადებს ასე) , ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ვირუსის შიშით ადამიანურ ურთიერთობაზეც უკვე უარს ამბობენ!
აქსიომაა:
ყველამ საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა აგოს პასუხი და ერთმანეთის დამუნათებას და მტრის იარლიყის მიწებებას თავი დავანებოთ, რომ ისედაც ნახევრად შეშლილი საზოგადოება აგონიამდე არ მივიდეს!!!
და რაც ყველაზე მთავარია-რაც არ უნდა არგუმენტები გვქონდეს, მაინც ვერ შევაგნებინებთ.

ზაურ ნაჭყებია; სოციალური ქსელი