თუ აუცილებლობა იქნა, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება

თუ აუცილებლობა იქნა, ქვეყანაში არსებული  საგანგებო მდგომარეობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული.

„დაველოდოთ, რთულია წინასწარ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში ამ მიმართულებით, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ აუცილებლობა იქნა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.