– “წინასწარ ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს არ გესიამოვნებათ, მაგრამ, ჩემი აზრით, არჩევნები უნდა გადაიდოს ორი თვით – პანდემიის ამ ტალღის ჩავლამდე – მთავრობა ამას არ იტყვის და არც ოპოზიცია – სისუსტის გამოვლინებად ჩაეთვლებათ, მათივე აზრით – ჰოდა, ვინმემ უნდა თქვას და ა, ბატონო, ვამბობ. ამ ვითარებაში კამპანიის ჩატარება შეუძლებელია და არჩევნები ცოტა ბოროტ ფარსს ემსგავსება”
წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არჩევნების გადადებაზე მსჯელობა. საკითხზე მსჯელობის დაწყების მზაობა დაადასტურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: itv.ge