სისულელეებსა და პოლიტიკურ სიბრიყვეებს  რიხიანად წარმოთქვამდა, აღარ აზროვნებდა, უბადრუკად გამოიყურებოდა – გიორხელიძე პრემიერზე

თუ ილფისა და პეტროვის ოდნავ პერიფრაზს მოვახდენ, მივიღებთ:
‘ღარიბაშვილი это голова!’
რა ‘რეჩი მოხია’ ყირიმში, – დედა შვილს არ ეიყვანსო,
იმერეთში იტყვიან!

ისე,
ინტელექტის,
განათლებულობის,
პოლიტიკური პროფესიონალიზმისა და
პასუხისმგებლობის რა დონის დეფიციტი უნდა გაგაჩნდეს
სახელმწიფოს უპირველესი თანამდებობის პირს,
ასე უბადრუკად გამოიყურებოდე,
ბავშვივით აღზნებული,
ალეწილი სახით, უფროსების წინაშე რომ შინაგანი თრთოლვა აქვს საჯაროდ დაზეპირებული ლექსის წარმოთქმის წინ, რომ
ასე საცოდავი სანახავი გახდე კაცი.
პრობლემებში ჩაფლული ქვეყნის პრემიერი,
როცა რიხიანად სისულელეებსა და პოლიტიკურ სიბრიყვეებს წარმოთქვამდა, აღარ აზროვნებდა.
ამის მხარდამჭერები რომ გონებაბნელი და უპასუხისმგებლო ხალხია, – ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ ახლა, ამ ფონზე, საერთოდ გონებადახშულ კრეტინებს ემსაგვსებიან!
ეს თავის ”შკურნი” საქმეს კი აგვარებს, მაგრამ მის
მხარდამჭერებს რა ვირის თავფეხი, რა?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე;

სოციალური ქსელი