ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერი დოზით 30 წლის ზემოთ მყოფ პირებს აცრიან.
ისრაელმა 30 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ვაქცინის მესამე დოზის მიღება ჯანდაცვის მუშაკებს, კორონავირუსის მწვავე რისკის ფაქტორების მქონე ადამიანებს, პატიმრებსა და მეურვეებს შეუძლიათ.
წყარო: itv.ge