საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მან შეთანხმებას მიაღწია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ავღანეთიდან მიგრაციის შესაძლო შედინების შესაზღუდად.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი თურქეთი“ ავრცელებს.
მიცოტაკისის განცხადებით, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ შეწყდეს ავღანეთიდან კონფლიქტით დაზარალებული მიგრანტების შედინება.
ერდოღანსა და მიცოტაკისს შორის ავღანეთის საკითხზე სატელეფონო საუბარი პარასკევს შედგა.
1ტვ.გე, ავტორი – რატი ერისთავი