“არცერთი პოლიტიკოსის გამო არ ღირს პირადი ურთიერთობების გაფუჭება – არცერთის!”

“ჩემს თუ არა, თქვენს გამოცდილებას მაინც ენდეთ! დამიჯერეთ, არცერთი პოლიტიკოსის გამო არ ღირს პირადი ურთიერთობების გაფუჭება – არცერთის! შეიძლება თქვენი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, ახლობელი პოლიტიკოსობს, მაგრამ მაშინ ღიად თქვით, რომ მას მხარს უჭერთ როგორც ოჯახის წევრს, ნათესავს, მეგობარს და ახლობელს.

დამიჯერეთ, პოლიტიკოსი, რომლიც გამოც თქვენ ურთიერთობას გაიფუჭებთ მეორე ადამიანთან, არასოდეს იფიქრებს იმაზე, განიცდით თუ არა თქვენ ამ დაძაბულობით გამოწვეულ დისკომფორტს; არც თანაგიგრძნობთ და არც დაგიმახსოვრებთ. თქვენ მისთვის ხართ ერთი მრავალთაგან და თქვენი და თქვენისთანების თავგამოდება მისთვის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

ვიცი, რომ ჩემს სტატუსებს ჭკვიანი ადამიანებიც კითხულობენ და ამიტომ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გეუბნებით: მხარი დაუჭირეთ, ვისაც გნებავთ, ოღონდ მტრად ნუ მოეკიდებით ერთმანეთს!

ამას გეუბნებით ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვმუშაობ და კარგად ვიცნობ პოლიტიკოსთა მოდგმას!

მიყვარხართ გულში!”

1 არხის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი; სოციალური ქსელი