ყველაფერს, რასაც აკეთებენ, არის ფარსი და იმიტომ არის ხალხს ნდობა რომ არ აქვს და იმიტომ არ იცრება.
როგორ უნდა ენდო ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ კოვიდი თურმე ის არის და მერე სადამდე უნდა ვიაროთ ამ აკრძალვების გზით. რატო არ მივდივართ წახალისების გზით? ვინც აცრილია იმის წახალისების გზით. მაგალითად, ნახევარი კომუნალური გადაიხადოს იმან, ვინც აცრილია. სავალდებულო არ გინდათ იყოს? კი ბატონო
განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ტვ პირველის ეთერში.