სამხრეთ ოსეთის ე. წ. “კაგებეს” ცნობით, დღეს დილის 4 საათზე ოსმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს მათი “საზღვრის” გადაკვეთის “უკანონო მცდელობა” ქართული “დივერსიული ჯგუფის” მიერ.
არსებული მონაცემებით, სიმაღლე ნომერ 991.1-ის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანასთან, ქართველი მზვერავები სასიგნალო წინაღობებს შეეჩეხნენ და ამის შემდეგ მყისიერად დაიხიეს უკან.
რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკის ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ ქართველი ძალოვნების მოქმედება კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ქმნის.