“ეს ყველაფერი ტრამპის პირობებში რომ მომხდარიყო, იმპიჩმენტის ცეცხლს გააჩაღებდნენ- ორმაგი სტანდარტი არსად დაეკარგოთ”

ლიკა კასრაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებში:
1. ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის პროცესი შეცდომებით მოხდა
2. ოცწლიანი მისიის დასრულებისთანავე ქვეყანა და პლუს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა საოცარი სისწრაფით ჩაიგდო ხელში ტერორისტებად გამოცხადებულმა დაჯგუფებამ
3. ევაკუაციის პროცესი არნახულმა ქაოსმა მოიცვა, იმიტომ, რომ ჯარების გაყვანა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე საფრთხეში მყოფი ადამიანების
4. ამას ემატება ის, რომ დღეს ტერაქტს 10-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, თანაც მანამდე უკვე ცნობილი იყო ტერორაქტის გეგმების შესახებ
ეს ყველაფერი ტრამპის პირობებში რომ მომხდარიყო ნენსი პელოსიდან დაწყებული, ყველა „დემოკრატი“ იმპიჩმენტის ცეცხლს გააჩაღებდა. ეხლა კი არიან გაყუჩებულები. ორმაგი სტანდარტი არსად დაეკარგოთ ?