მადლობა ღმერთს – ტაძრებში ლიტანიობა ჩვეულებრივ დროს ჩატარდება!

სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის მსახურების განრიგი გააცნო. ღვთისმსახურება ჩვეულებრივ შედგება, საეკლესიო წესებისა და ტრადიციის სრული დაცვით. ეს ეხება შაბათ ღამეს, ლიტანიობასაც.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება: პირველშეწირული ლიტურგია, შვიდგზის ზეთისცხება, სერობის ჟამი და ცისკარი, 12 ვნების სახარება, გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.

შაბათს, 22 საათზე, შუაღამის ჟამი იქნება, 23 საათზე კი ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდება. 00:00 საათზე ლიტანიობა დაიწყება.

ჩვენი მხრივ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა კეთილგონიერებას გამოიჩენს და არ აყვება ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს, არ გამოიწვევს ქვეყანაში რელიგიურ რევოლუციას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმის ფაქტს წყნარად შეხვდება.