თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთში უცხოური მუსიკა აიკრძალება.
– “ისლამი უცხოურ მუსიკას კრძალავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მოვახერხებთ ხალხის დარწმუნებას და არ მოგვიწევს მათი იძულება, რომ უცხოური მუსიკის მოსმენა შეწყვიტონ” – განაცხადა მუჯაჰიდმა.
მსგავსი აკრძალვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1996-2001 წლებშიც მოქმედებდა, მაშინაც საჯარო სივრცეში უცხოური მუსიკის მოსმენა ან შესრულება აკრძალული იყო.
წყარო: newposts.ge