პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
– “საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: newposts.ge