სტიქიის გამო კახეთში რთველი ნაადრევად დაიწყო – როგორ ჩაიბარებენ დაზიანებულ ყურძენს

26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის გამო, კახეთში რთველი ნაადრევად დაიწყო. გლეხები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს უკვე კრეფენ.

ნაადრევად აღებულ მოსავალს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, დასეტყვილი ყურძნის დასაბინავებლად ერთი კვირა საკმარისი იქნება.

დღევანდელი მდგომარეობით, ყურძნის მიღებას აკურის ღვინის ქარხანა, გურჯაანის უნივერსალ სპირტში და ყვარლის, „გრქნელი“ აწარმოებენ.

საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დამატებით ქარხნებს გახსნის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზიანებული საფერავის ჯიშის ყურძენი 1 ლარი, რქაწითელის და კახური ჯიშის ყურძენს კი, 50 თეთრი ეღირება.

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

წყარო: newposts.ge