აშშ-ის კალიფორნიის შტატის პირობით-ვადამდელი გათავისუფლების კომისიამ მხარი დაუჭირა პალესტინელის სერხან სერხანის გათავისუფლებას, რომელმაც 1968 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი მოკლა. ამის შესახებ BBC იუწყება.
სერხანმა ციხეში 53 წელი გაატარა. მან კენედი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო „ამბასადორში” სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოკლა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა ამერიკის ისტორია შეცვალა, რადგანაც კენედის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.
თავდაპირველად სერხანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. მკვლელობის მომენტში სერხანი 24 წლის იყო.
კომისიის გადაწყვეტილებით, სერხან სერხანი საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორმა უნდა მიიღოს.