Reuters – აშშ-მა ქაბულში სამხედრო დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის“ მებრძოლები იყვნენ

შეერთებულმა შტატებმა ქაბულში სამხედრო დარტმა განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს, სააგენტოსთან საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის“ მებრძოლები იყვნენ.

მანამდე მედია საშუალებებმა, თვითმხილველებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია.