ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“ამ ქალბატონს კარგად ახსოვს რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მის მეუღლეს გაცვეთილი შარვლის უბიდან @ვერები უჩანდა და პანდემიიდან 1 წელში მილიონ ნახევრიანი ბინა იყიდა. დიახ, მას უკვე მოთხოვნა აქვს და არა – თხოვნა.
მოთხოვნა რომ მაფიად და ტოტალიტარულ რეჟიმად ქცეულ ხელისუფლებაზე ნაკლები ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ!
მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა უბრალო სტატისტიკად მივიღოთ და არა გენოციდად, როგორც ტრაგედია!!! ეს უკვე ენით აღუწერელი მარაზმი და სითავხედის პიკია.
და თუ ოდესმე ვინმეს გასამართლების სურვილი გამჩენია, ყოველგვარი მორალური სენტიმენტების გარეშე, ეს დღევანდელი ხელისუფლებაა. მკვლელი ხელისუფლება, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლეს ზომაზე ხელიც არ ამიკანკალდება!!!”
შეგახსენებთ, დღეს, პაატა იმნაძის მეუღლემ, ხათუნა გოგელიამ, დაწერა:
“მაქვს მოთხოვნა:
პანდემიის განმავლობაში, ნებისმიერი რანგისა და სპეციალიზაციის ექიმს აეკრძალოს ფბ პოსტები, ინტერვიუები პოპულარულ გამოცემებსა და ტელევიზიებში. მოსახლეობისთვის ოფიციალურ პოზიციას აცხადებდეს დიქტორი და მორჩა, წერტილი.
P.s ყველამ თავის უზნეო ნარცისიზმი თეთრ ხალათში გაკვანძეთ!”