“ჩვენი ბრძენი მოქალაქე უნდა მიხვდეს” – გახარია

პრემიერმინისტრმა გახარია გიორგიმ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა (ციტატი პერეფრაზით):

“ჩვენს ეკლესიას აქვს ეგზისტენციალური მოთხოვნილება, ტაძრების კარები არ დაიხუროს. მდიდარი ისტორიის მქონე მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეკლესიის კარები არ დაიხურება. არც კანონი დაირღვევა. ჩვენი ბრძენი მოქალაქე უნდა მიხვდეს, რომ ეკლესია ვერ მოუწოდებს, აღდგომის ღამეს, ეკლესიაში არ მოვიდნენ” – ამბობს გახარია ბრიფინგზე აღდგომის დილას კომენდანტის საათის მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამატებითი შეზღუდვები (ხვალიდან დიდ ქალაქებში ტრანსპორტით შესვლა-გასვლის აკრძალვა და პრეზიდენტისადმი საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართვა) დააანონსა.

გახარიამ ასევე წინასწარ გადაუხადა მადლობა “დონორებს”, შეპირებული კრედიტ-დახმარებებისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და ევროპა-ამერიკისგან მთავრობა წლის მოლომდე 1,5 მლრდ, დოლარის მობილიზებას იმედოვნებს.