ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო, გოგი წულაია ითხოვს ამნისტია შეეხოს მათ, ვინც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.
პარტია ახალი “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაწესებულებებში რთული სიტუციაა.
ამის გამო გოგი წულაია ითხოვს იმ პატიმრების გათავსიფულებას, რომლებიც მსუბუქ სასჯელს იხდიან.
– “ციხეებში უკონტროლოა მდგომარეობა. კორონავირუსი აქვს ათეულობით ადამიანს, ეს აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. შეახონ ამნისტია პატიმრებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს, ამით მდგომარეობა შემსუბუქდება და ადვილად შეძლებენ ეპიდვითარების მართვას” – განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთ კიდევ 1 915 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 78. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.94%-ია.
წყარო: ptn.ge