შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA 39-წლიანი პაუზის შემდეგ ახალ ნამუშევარს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა ნამუშევარზეა საუბარი.
შვედურმა ჯგუფმა ვებგვერდი ABBA VOYAGE აამოქმედა, სადაც ხალხს ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დარეგისტრირდეს .
არსებული ინფორმაციით, 2 სექტემბერს ABBA VOYAGE-ის ვებგვერდზე პირდაპირი ჩართვა იქნება.
2018 წელს ჯგუფის 4-მა წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ახალი ნამუშევრების გამოშვებას გეგმავდნენ, მაგრამ სიმღერის პრემიერა დიდიხნით გადაიდო.
ABBA-ს ბოლო სტუდიური ალბომი 1982 წელს გამოვიდა.
წყარო: itv.ge