თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვმა დისტანციურად გააგრძელოს სწავლა, ამის საშუალება იქნება – მიხეილ ჩხენკელი

თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მშობლებს ამის საშუალებასაც მივცემთ, რომ ბავშვებმა კვლავ დისტანციურ ფორმატში სწავლება გააგრძელონ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება ბაგა-ბაღების მუშაობაც.

 

“რეზონანსი”