დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ე. წ. “ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორი, ამერიკელი კონგრესმენების მეგობარი, პაატა იმნაძე, რომელიც, თუკი ეკლესიაში წავალთ, კუბოების ურიცხვი რაოდენობით გვემუქრება, ჩინეთში კორონავირუსის მძვინვარების პერიოდში, 21 იანვარს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით სულ სხვა განცხადებებს აკეთებდა.
გადაცემის წამყვანი ეკითხება ბ-ნ იმნაძეს, მოაღწევს თუ არა, ჩინეთში წარმოშობილი “ახალი კორონავირუსი” საქართველოს საზღვრებს.
“ყველაზე კომპეტენტური” რესპონდენტის პასუხი რატომღაც იწყება ფეისბუკ-კომენტარებზე კომენტარების გაკეთებით, “ფეისბუკზე” მოქალაქეები საზღვრების დაკეტვას ითხოვენო. “ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, ჩრდილოეთ კორეამ ნამდვილად დაკეტა საზღვრები!” – ცინიკურად ამბობს იგი. პატივცემულმა ჩინოვნიკმა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუწუნა, რომ ამ სახელმწიფომ ყველა ტურისტს, მათ შორის, ჩინეთის მოქალაქეებსაც, დაუკეტა თავისი საზღვრები.
სამაგიეროდ, “ლუგარის ლაბორატორიის” დირექტორი მთლიანად იზიარებდა “ჯანმოს” (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებულ ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს. “არავითარი შეზღუდვა ჩინეთში მოგზაურობაზე, ჩინეთთან ვაჭრობაზე, ამ ეტაპზე არ არის საჭირო, ამას არავითარი პრაქტიკული აზრიც არ აქვს” – ირწმუნება იგი გადაცემის წამყვანებთან საუბარში.
ამ გადაცემის ამსახველ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ, სადაც მან ასევე თქვა, რომ თურმე მარტო ქალაქ ვუჰანიდან პირდაპირი რეისებია საშიში (მაგრამ არა ზოგადად ჩინეთიდან) და ვინაიდან ინგლისში და საფრანგეთში ამის გამო გული არ უსკდებათ, ჩვენთვისაც არ არის ჩინეთთან მიმოსვლა საშიშიო.
თუმცა სანამ ვიდეოს ნახავთ, გადახედეთ პაატა იმნაძის კიდევ ორ კომენტარს, რომელიც მან უფრო მოგვიანებით გააკეთა. ეს კომენტარებიც შორს იყო პანიკისაგან, რომელსაც იგი დღეს ეწევა – მიზანმიმართულად და ულმობლად.
24 თებერვალს, როდესაც თბილისი-ბათუმის მატარებელში ხალხმა სიფხიზლე გამოიჩინა და ვაგონში აშკარად რესპირატორული დაავადების ნიშნებით მყოფი ჩინელი მგზავრების გამო განგაში ატეხა, პაატა იმნაძემ ყველაფერი რუსეთის ხრიკებს და ქართველების არატოლერანტობას დაუკავშირა!
“უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან” (იგულისხმება ინციდენტი, როდესაც უკრაინაში შეშინებული მოქალაქეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა – “ნიუსფრონტის” შენიშვნა). “ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენოფობიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია” – ასე დაწერა იმნაძემ საკუთარ “ფეისბუკ”-გვერდზე.
16 მარტს, როდესაც ხალხში შფოთი გაჩნდა, გუდაურში ნამყოფი კორონავირუსიანი ჩეხი ტურისტების გამო, ბ-მა იმნაძემ კვლავ აქტიურად უსაყვედურა მოსახლეობას:
“ვიცი, რომ ამაზე არის უკვე პანიკა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყანარად, მშვიდად, იყვნენ თვითიზოლაციაში. თუ ძალიან ნერვიულობენ და თუ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდებათ, ამ შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო სამსახურებს. ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი როგორც ამ ადამიანებთან ჩეხეთში, ასევე ჩვენს კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. ჩეხი ინფიცირებული ტურისტი, მიუხედავად ინფიცირებისა, ბინაზე მკურნალობს. მას წასვლიდან მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა აქ აღმოაჩინა, რომ ავად იყო. ჩვენ რამდენიმე დღეა ვიძლევით რეკონენდაციას, რომ ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ სახლებში და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდონ”.
მაშ რა ხდება, რატომ განიცდის პაატა იმნაძე ასეთ ტრანსფორმაციას (თავის ხელმძღვანელთან და კიდევ ზოგ სხვა ტელევიზიით “გაპიარებულ” ექიმთან ერთად)? რატომ არის მისი კომენტარები მუდამ “ჯანმოს” ხელმოცარულ დირექტორზე, გებრესიუსზე ორიენტირებული, რომელსაც დონალდ ტრამპმა დაფინანსება შეუწყვიტა კორონავირუს-19-თან დაკავშირებული უხეში შეცდომების გამო? კითხვები კიდევ ბევრია, მაგრამ “ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს” (ლუკა, 12:2).