ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ესტონეთის პრეზიდენტად კოალიციური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატი ალარ კარისი აირჩიეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მას მხარი დაუჭირა 72 პარლამენტარმა.

63 წლის ალარ კარისი პროფესიით ბიოლოგია. 2017 წლიდან კარისი ესტონეთის ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობდა. კარისი არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

წყარო: ptn.ge