სამხრეთაფრიკელი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ათი ბავშვი გააჩინა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. იუწყება გამოცემა Daily Mail.
გოსიამე თამარა სითჰოლე იოჰანესბურგის საავადმყოფოში ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც მისმა პარტნიორმა ტებოგო ცოტესტიმ განაცხადა, რომ ათი ბავშვის დაბადების არ სჯეროდა და რომ ქალმა ეს ყევლაფერი გამოიგონა. მისივე თქმით, მრავალზგის მოთხოვნის მიუხედავად, გოსიამემ ბავშვები არ აჩვენა და გაუჩინარდა.
ქალი პოლიციამ მისი ნათესავის სახლში იოჰანესბურგის გარეუბანში დააკავა. 37 წლის გოსიამე ჯერ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, შემდეგ კი სოციალურ მუშაკებს გადასცეს, რომლებამც ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
სითჰოლემ ცოტა ხნს წინ თავის მეგობარ მამაკაცს უთხრა, რომ ათი ტყუპისცალი 8 ივნისის ღამეს გააჩინა. შედეგ კი მასთან კონტაქტზე აღარ გასულა. კაცმა პოლიციას მიმართა.
სითჰოლეს ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალს ფსიქიატრიულ კლინიკაში მისი ნების წინააღმდეგ აჩერებენ და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
წყარო: primenewsgeorgia.ge