საქართველო – ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თახსირი ნეოლიბერალური მედია და ”ორიენტიენტირებული” გონებამრუდე არარაობები, “დიდი პოლიტიკური ალღოს” მქონე ჯამაათი სერიოზული სახით განიხილავს და უბრალოდ ატყუებს ხალხს, რომ ავღანეთში არაფერი მომხდარა!
არადა, ავღანეთში ძალზე მძიმე რამ მოხდა!
არაკომპეტენტურობამ, ”დამპალმა პოლიტიკამ”, როგორც ამას ერთი ცნობილი ამერიკელი მიმომხილველიაღნიშნავს, – აშშ-ს დამცირება და კრახი განაცდევინა!
მოკლედ, რომ ვთქვა, ქართული გაგებით, თურმე, აშშ-მ “ღრმად გააზრებული” მაღვალაკობა ჩაიფიქრა, შეგნებულად დატოვა ავღანეთი და მალე ჩინეთსა და რუსეთს დედები აღარ ეყოლებათ!
გამრუდებულ გონებაში ყველაფერი მრუდედ აისახება, – იდეოლოგიითა და ”ორიენტაციით” გასრესილი გონება სხვას ვერ გრძნობს, – არ უნდა დაიჯეროს, რადგან თუ დაიჯერა, ყველაფერი ემსხვრევა და თავზე ემხობა!
დიახ, უმაღლეს დონეზე არაკომპეტენტურობამ გამოიწვია ეს მარცხი! და რომ ეს არაკომპეტენტურობა შემთხვევითი არ არის, – შესანიშნავად ჩანს საქართველოშიც!
უზარმაზარი, საოცარი პოტენციალის მქონე უპირველესი სახელმწიფო, საოცრად მშრომელი და მიზანმიმართული ხალხით, იდეოლოგიამ ისე დააკნინა, რომ მისი პოლიტიკოსები დღესაც აზრად ვერ მოსულან საქართველოში, რა ქვეყანასთან, რა კულტურასთან აქვთ საქმე, რა ხალხთან, რა გადაუტანია ამ ხალხს, რა მისწრაფებები აქვს, რა უნდა და როგორ!
არა! ამ ხალხს თავისი არაკომპეტენტურობით ლომჯარიები, სასაცილო არასამთავრობოები, “ორიენტირებული” გრანტებს დახამებული “შემოქმედებითი ინტელიგენცია ახალი თაობისა”, სულიერი უშუალო გამგრძელებელი “წითელი ინტელიგენციის” მისწრაფებებისა, – და ეს უტიფრები მოაჯინეს თავზე!
მათ დაფინანსებაში მილიონები ჩაყარეს, – თითქოსდა ”სამოქალაქო საზოგადოების” მშენებლობაში, – არადა, რაც მივიღეთ, ეს ყველაფერია, გარდა სამოქალაქო საზოგადოებისა!
ამდენი წელია, ამ ”სამოქალაქო საზოგადოების” უზნეობით შეურაცხყოფენ ქართულ კულტურას, ქართველ ხალხს; შეურაცხყოფენ ქართველი ხალხის ნდობას აშშ-დმი და მისკენ ბუნებრივ მისწრაფებას (თავის დროზე ეს მისწრაფება დიახაც რომ ბუნებრივი იყო!)…
და თქვენ გიკვირთ ავღანეთში რაც მოხდა?!
საქართველოში, 25 წელი ამ პოლიტიკის ფონზე,
გიკვირთ რაც ავღანეთში მოხდა?!
თუ არაფერი მომხდარა?!
მოხდა!
ცუდი რამ მოხდა!
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი