ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას სახმელეთო გზებით ცდილობს

ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის შეწყვეტის შემდეგ ქვეყნის დატოვებას სახმელეთო გზით ცდილობს. პაკისტანისა და ირანის საზღვრებთან, საკონტროლო პუნქტებთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. იუწყება ტელეარხი Sky news-ი.

პაკისტანის ხლისუფლების განცხადებით, ტორკჰამის სასაზღვრო საკონტროლი პუნქტთან ადამიანთა დიდი როდენობა ავღანეთის მხრიდან საზღვრის გახსნას ელოდება.

თვითმხილველთა თქმით, დიდი რაოდენობით ავღანელია შეკრებილი ირანის საზღვართან ისლამ-ყალას საკონტროლო პუნქტთანაც.

საჰაერო გზით ავღანეთი 123 ათასმა ადამიანმა დატოვა. თუმცა ათი ათასობით ავღანელი, რომელთა სიცოცხლესაც „თალიბანის“ მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საფრთხე ემუქრებათ, ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლო.

წყარო: newposts.ge