ნელ-ნელა უკვე გვაპარებენ ტოტალურ კარანტინს! დამყარდება თუ არა სატანისტური დიქტატურა?

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხალხი უკვე ყურადღებას აღარ აქცევს, ვინაიდან სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი მის მიერ “პალიტრასთან” ინტერვიუში გაჟღერებული აზრები:

„რაც შეეხება [მობილურ] აპლიკაციას, ეს გარკვეულ წილად იძლევა მეტი კონტროლის საშუალებას ჩვენი მხრიდანაც და სრულ კარანტინსაც, რა თქმა უნდა განვიხილავთ. ამას ვაჟღერებთ კიდეც, რომ საჭიროების შემთხვევაში, სრული კარანტინიც აუცილებლად იქნება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენ არ დაგვჭირდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა მინისტრმა ახალ მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით, რომელმაც თითქოს “კორონავირუსიანი” თანამოქალაქეების სიახლოვე უნდა გვამცნოს.

“საჭიროების შემთხვევა” ტიკარაძისთვის “კორონავირუს19”-ით დაავადებულთა 2-ათასიანი მაჩვენებლის გადაჭარბებაა. ამ რაოდენობაში, სავარაუდოდ, უკვე გამოჯანმრთელებული მოქალაქეებიც მოიაზრებიან:

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში ჩვენ უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და, შესაბამისად, ეს ყოველივე ვმართოთ უმკაცრესი ხერხით”.

მინისტრის მიერ გაჟღერებული “უმკაცრესი ხერხები” გულისხმობს, რომ დაწესდება ტოტალური კონტროლი, მათ შორის, ამ მობილური აპლიკაციის მეშვეობით:

მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ის ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია  აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით“, – ამბობს ტიკარაძე.

ახლა ვიკითხოთ: ხელისუფლებას, რომელიც ნელ-ნელა აშკარად გვაპარებს ტოტალურ “კარანტინს”, განა გაუჭირდება, შემოაგდოს ინფორმაცია, რომ საქართველოში უკვე 2 ათასი, 3 ათასი ან 5 ათასი დაავადებულია – ვინ გააკონტროლებს სიმართლეს? მით უმეტეს, რომ მასმედიის საშუალებებით მიმდინარეობს აგრესიული, აღვირახსნილი პროპაგანდა – ვითომ სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი სიკვდილის პროპაგანდა! ჯერ ხალხს აღდგომის დღესასწაული შეუზღუდეს უკიდურესად, ჩაკეტეს მთელი რეგიონები, ქალაქები, შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიკეტა სავალუტო ჯიხურები, ყველა მაღაზია და ბაზარი, გარდა ძვირიანი სუპერმარკეტების და უსაშველოდ გაძვირებული აფთიაქებისა… მთავრობა გვარწმუნებს, რომ საქმე მხოლოდ “მობილობის შეზღუდვაშია”, რათა “არ გადაგვედოს” ფანტომური მკვლელი-ვირუსი, მაგრამ მაშინვე იყიდება იმაში, როდესაც ისეთ ობიექტებს ხურავს, რომელთაც ვირუსის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ – ჰიგიენის მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლს” და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, ბანკების და მიკროსაფინანსო მევახშეების წახალისების ფონზე.

მაგრამ ანგარებიანი ფინანსური დაინტერესება არ არის მთავარი მოტივი. ჩვენ ვწერდით, თუ რატომაც “გაუტკბა” ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა.  ინტერესი, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ნამვდილად არსებობს, მაგრამ ეს ინტერესი უფრო მასშტაბურ, ბნელ და მზაკვრულ მიზანს ემსახურება: ცალკეული ადამიანების და მთლიანად ერის ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებას, მენტალობას, ფასეულობებს, პრიორიტეტებს უნდა მიადგეს უდიდესი და გამოუსწორებელი დარტყმა, ყველაფერი კეთდება ერის დათრგუნულ, ნებადაკარგულ, მორჩილ მასად გადასაკეთებლად.

დღეს თქვენი მაკონტროლებელი აპლიკაციის ჩამოტვირთვა ნებაყოფლობითია, მაგრამ ორ-სამ კვირაში იგი იმდენად იქნება სავალდებულო, რომ მის გარეშე გარეთ ვერ გახვალთ და მზის შუქსაც ვეღარ ნახავთ! “ჩიპიზაცია” ჯერ ადრეა, ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი ჩიპი, რომელიც თქვენი კანის ქვეშ დამონტაჟებისას თქვენს ნებას მართავს, თქვენს აზრებს წაიკითხავს ან რამეში შეზღუდავს თქვენს პიროვნებას. ჯერ არ არის ტექნოლოგიები ასე დახვეწილი, ტყუილად შფოთავთ შვედეთის მაგალითით, ვინაიდან იქ დანერგილი “ჩიპიზაციის” მიზანი და მუშაობის პრინციპი სულ სხვაა, თუმცა არც ეს არის ლამაზი და ქრისტიანისთვის მისაღები…(უწყინარი ჩიპის გადაკეთება მავნედ, შეიძლება, ასევე მოხდეს საკმაოდ მალე).

არავინ იფიქროს, რომ ერის დაკნინების ამ ბოროტ განზრახვას ჩვენ ხელისუფლებაზე ვეჭვობ და ოპოზიციის რომელიმე ფლანგის იმედი მაქვს – არავითარ შემთხვევაში! მცირე გამონაკლისების გარდა, როგორც ვხედავთ, ოპოზიცია ხელისუფლებასთან სოლიდარულია ძირითად საკითხში – არა რწმენას, არა ეკლესიას, არა თავისუფლებას!

იმედი მხოლოდ ღვთის უნდა გვქონდეს და, შემედეგ, საკუთარი ძალების. ხოლო რა კონკრეტული ფაქტორი შეიძლება, გახდეს, პოლიტიკური “ელიტის” მიერ სატანისტური დიქტატურის დამყარების ხელისშემშლელი, ამაზე აქტიურად ვფიქრობთ ყველანი.

ჯერ კიდევ “ნიუსფრონტის” რედაქტორის უფლებით, გამოვხატე სუბიექტური აზრი, ოღონდ, შევეცადე, ეს გამეკეთებინა ობიექტური ფაქტების პირუთვნელი ანალიზით. დანარჩენს, იმედია, მკითხველი თავად მიხვდება…

 

გულბაათ რცხილაძე

P.S. ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც 21 საათზე, მთავრობის წარმომადგენელმა, ორ “გმირ ექიმთან” ერთად, ისტერიული გამოსვლა მოაწყო და მანქანებით გადაადგილება ტოტალურად აკრძალა, რაც უფრო აახლოებს ტოტალურ კარანტინს და ყველაფერ იმას, რაც ზემოთ არის დაწერილი.