შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებული პირები ადგილობრივი დროით სკოლაში 11:22 საათზე შეიჭრნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმების თავიდან არიდების მიზნით, ზამფარას შტატში მდებარე სკოლების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ სკოლაში საერთო ჯამში 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს საერთო ჯამში 1100-ზე მოსწავლე გაიტაცეს. შეიარაღებული პირები გამოსასყიდის სახით გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ.