“ეპლი” ყველა ზღვარს გადავიდა – თქვენს ტელეფონში ყველაფერს ნახულობენ!” – ჯაშუშობის ამერიკელი სპეციალისტი სნოუდენი (ვიდეო)

ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომელი, ელექტრონული მონაცემების დამუშავების სპეციალისტი ედვარდ სნოუდენი, რომელიც თავის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა, ხელისუფლების და სპეცსამახურების მხრიდან აშშ კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის, მოქალქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო და თავშესაფარი რუსეთში ჰპოვა, საზოგადოებას აფრთხილებს:

ნაკლები ინფორმაცია ჩატვირთეთ და ნაკლებად ისარგებლეთ თქვენი სმარტფონებით, განსაკუთრებით, ამერიკული “ეპლით”! ყველა საზღვარი წაშლილია, თქვენს სმარტფონში ყველაფერს ნახულობენ და აკონტროლებენ. ბოლომდე თავად კომპანია “ეპლმაც” არ იცის, რად უნდათ თქვენი მონაცემები და რას იმახსოვრებენ – ასეთია ედვარდ სნოუდენის გაფრთხილების ძირითადი აზრი, რომელიც მან რუს მოსწავლეებთან, მარათონის – “ახალი ცოდნა” ფარგლებში, გააჟღერა.

სნოუდენი აცხადებს, რომ არსებობს არსებითი განსხვავება უწინდელ მოსმენა-ნახვებსა და დღევანდელ სატელეფონო ჯაშუშობას შორის. თუკი ახლო წარსულში კონტროლდებოდა თქვენს მიერ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია (ანუ რომელიღაც სერვერებზე, თქვენგან მოშრებით), ახლა უშალოდ თქვენს ტელეფონებში, ინტერნეტისგან დამოუკიდებლად, ეძებენ “საჭირო” მასალებს.

“ჩვენ ეს აქამდე არასოდეს გვინახავს. მათ სურთ არალეგალური კონტენტის მონახვა თქვენს მოწყობილობებზე ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ეს ინფორმაცია მათ სერვერებზე გადაინაცვლებს. ისინი ყოველივე ამას ლამაზად ფუთავენ, თითქოს ეს თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი პირადი მონაცემების დაცვისათვის კეთდებოდეს. მაგრამ არსებობს მკაფიო საზღვარი, თუ რა არის თქვენი საკუთრება და რა არის მათ საკუთრებაში. ახლა ისინი ბრძანებებს აძლევენ თქვენს მოწყობილობას, თუ რა უნდა მოძებნონ” – განმარტა სნოუდენმა.

“მათ შეუძლიათ რაიმე პოლიტიკურად უხერხული მომენტები, ფინანსური ოპერაცია ან ყველაფერი, პრინციპში, რაც უნდათ, ეძებონ” – დასძინა მან.

ვიდეო: