ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დაუსვეს ახალი დიაგნოზი, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა.
„ამ დიაგნოზის ოფიციალური დადგენით რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენ უკვე ვეღარ უარვყობთ სამეცნიერო დონეზე, რომ ეს დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით (მოწამვლთ) იყოს გამოწვეული.
ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში თუ ესე მკაფიოდ გამორკვეული არ არის, მეილომის შემთხვევაში, რომელიც ჩემი პირველი დაავდებაა, პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი მთავარი, ხშირად გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა.
მე არ და ვერ დავამტკიცებ, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ყველას ყველაფერი ესმის. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტების მიერ ატეხილი აურზაური, რომ მე მომწამლეს იმ დილას, როცა ბათუმიდან თურქეთში გავფრინდი, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი. არანაირი ეჭვი მქონდა, რომ ვინმემ მომწამლა.
არც ვიცოდი რა მჭირს და იქ რა შოკი მელოდა. ეს მხოლოდ ჩემი დაცვის უფროსმა, ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა მდივანმა იცოდნენ, ასევე „ერიდან“ სამმა მეგობარმა იცოდა. ამიტომ ეს იყო საიდუმლო გადაწყვეტილება, ვაპირებდი უცბად სტამბულში ჩასვლას და 5 ივლისისთვის უკან დაბრუნებას. თვითმფრინავი რომ აფრინდა, ლიბერასტურმა ტელევიზიებმა მაშინ დასცხეს, რომ ვასაძე მოწამლესო“, – ამბობს ლევან ვასაძე.
“რეზონანსი”