Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო

Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის, სახელწოდებით PF-07321332-ის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კველვაში მონაწილეობას კორონავირუსით ინფიცირებული 1 140 ისეთი ადამიანი იღებს, რომლებიც ვირუსის მძიმე ფორმების განვითარების რისკის ქვეშ არ დგანან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის მონაწილეები პრეპარატ PF-07321332-ს „რიტონავირის“ დაბალ დოზასთან ერთად მიიღებენ. პრეპარატი PF-07321332 შექმნილია იმისათვის, რომ ძირითადი ფერმენტის აქტივობა დაბლოკოს, რომელიც კორონავირუსის რეპლიკაციისთვისაა საჭირო.

ცნობისთვის, ივლისში კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ თუ პრეპარატატი PF-07321332-ის ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში პრეპარატის გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციის მოპოვებას შეეცდება.

წყარო: itv.ge