2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 214.0 ლარით).
საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 098,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 182.1 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი
რაც შეეხებე დასაქმებულების რაოდენობას, 2021 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე- 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9პროცენტით მეტი).